საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას.
გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, ამ შემთხვევაში, ოპონენტები თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ამ საკითხსაც ისე აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ.
„სალომე შუღლს აღვივებსო. რასაკვირველია, ადამიანები არიან, ჩვენი ოპონენტები მყავს მხედველობაში თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორც თვითონ ხედავენ, როგორც არის დამოკიდებულება მათი ამ საკითხის მიმართ. ითქვა, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ერის, მისცე მოქალაქეობა და შენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ლოიალურები ქვეყნის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, არ აქვს აქაც ეროვნებას მნიშვნელობა, გყავდეს ისე, რომ არ აძლევდე მოქალაქეობის და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას, ეს უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის ეს შენიშვნა, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას, თუკი ამ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა“, განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.