საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზაზა ოქუაშვილი დგამს სპექტაკლს და მას რომ გამოძიება სურდეს, დღეში ერთ ჩანაწერს არ გაავრცელებდა მედიაში, რომელშიც ხელს უწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მთელი სპექტრი.
„რა ხდება სინამდვილეში, არ შეიძლება მხოლოდ იმ ჩანაწერით ლაპარაკი, რომელზეც მერე ექსპერტიზა იტყვის, რომ ყალიბია და მონტაჟია. არც ის შეიძლება, რომ ლევან ყიფიანის ჩვენებით რაიმე დასკვნები გამოვიტანოთ. ეს საქმე უნდა მივიდეს ყოველმხრივი, ობიექტური გამოძიების შედეგადე. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი იმაზე რაც დააშავა“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.