გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამოეხმაურა, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ლევან ყიფიანს დაკითხვის შემდეგ ტყუილი ალაპარაკეს. მისი შეფასებით, ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ყოფნა სამარცხვინოა.
„არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დააშინა და მორალურად გაანადგურა იმ საქმის მოწმე, რომელიც უკვე ერთი თვეა, აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. იმის მაგივრად, რომ პროკურატურაში დაეკითხათ ყველა ფიგურანტი, ივანიშვილი, ჩუბინიშვილი, გახარია და ა.შ., ამის მაგივრად, ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად გაამწესეს დამოუკიდებელ ბიზნესში და შემდეგ კი განტევების ვაცად დანიშნეს, გამოიყვანეს და მას არნახული სიყალბე ალაპარაკეს. ვნახეთ მორიგი სერია, რომელიც არის არასასურველი მოწმეების ან დაშინება ან ლიკვიდაცია. მართლაც ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ყოფილი ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურის, რისი მინისტრიც იყო, ბატონი დავით ყიფიანი გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი. სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.