„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება კორუფციაშია ჩართული და ცდილობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმე არ გამოიძიონ.
„ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა. თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ბატონი ყიფიანი, რატომ არ განაცხადა თავიდანვე, რომ ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ, როგორც ჩანს, მართლაც ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, რომ როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი. ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე შესაბამისი პასუხის გაცემა და „ქართული ოცნების“ დამარცხება“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.