ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა მისივე თქმით, გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„ცალკეული ექიმები მოსაზრებებს წერენ, რომლებიც ამ თათბირში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რით არის ეს გამოწვეული, ამასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები, რაზეც ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება.
როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს, უფრო მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი, ჩავარდნილი თვალი, შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს. შეიძლება ითქვას, რომ ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც აქამდე ვიყავით.
მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კვლევებია“, განაცხადა ჩივიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.