თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს საქართველოში ნატო-საქართველოს ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივით მიმართა.
„საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე, რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად შეიქმნა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც ჩაერთონ, მათ შორის ერთობლივი სწავლებების განხორციელების მიზნით. ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. განახლებული შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, სადაც ცენტრალური სწორედ საბრძოლო მზადყოფნაა, ჩვენს სტრატეგიულ ადაპტაციას სტრატეგიულ მზადყოფნაში ვხედავთ, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ხოლო რაც შეეხება სტრატეგიულ მოთმინებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალაში რჩება”, აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის იდეას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა: „დაინტერესება არის დიდი და შემდგომი წლები, განსაკუთრებით 2019-2020 წლები, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი მექანიზმები განვიხილოთ.“
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.