ლევან იზორია: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას, რასაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით მიაღწია
03-10-2018, 23:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ იმსჯელეს.

 

 

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისი განცხადებით, სხდომაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების და ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხები, ასევე შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. 
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მან უცხოელ კოლეგებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და ის რეფორმები გააცნო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობას გაზრდის მიზნით ხორციელდება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სტრატეგიულ მზადყოფნაზე ისაუბრა, რაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციას, მზადყოფნის პროგრამასა და საერთაშორისო სწავლებების გაზრდილ დინამიკას მოიცავს.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ კომისიის სხდომა შეაჯამა. მისი განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა დემოკრატიული რეფორმების განხორცილების კუთხით და განსაკუთრებით, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი: „თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებებში, რომელიც მარტში გაიმართება. გენერალურმა მდივანმა მზადყოფნა გამოხატა ამ სწავლებების ფარგლებში საქართველოში ჩამობრძანდეს. ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატები უფრო მასშტაბური ხდება. ეს ზოგადად იმ მიდგომაშიც გამოიხატება, რასაც ჩვენ სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდეთ“.

 

 

კომისიის ფარგლებში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ იმსჯელეს. „ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ იდეის სახით მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის მომავალი თანამშრომლობის მექანიზმები, რაც გულისხმობს უფრო მეტ ნატოს საქართველოში, უფრო მეტ შესაძლებლობებს ერთობლივი სწავლებებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის რეალურ მექანიზმებს ქმნის“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი