„750 მილიონი ლარი აქვს თქვენ პრემიერს მოპარული, რომელიც რეალურად საერთოდ გაუჩინარებულია, მოიკითხეთ, იქნებ სარდაფშია ჩაგდებული ის ადამიანიც“, მიმართა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სტუდიაში მის პირისპირ მსხდომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, ზვიად ძიძიგურს, მამუკა მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ვატო შაქარაშვილს.
„რამდენი უმანკო სისხლი დაღვარეთ ამ ხნის განმავლობაში, რამდენი კორუფციული სქემა გაიშიფრა. 6 წლის განმავლობაში, ერთი ფაქტი მაინც დაადასტურეთ, რომ შევცდით, გვაპატიეთ. დიახაც, კრიმინალია. 750 მილიონი ლარი აქვს თქვენ პრემიერს მოპარული, რომელიც რეალურად საერთოდ გაუჩინარებულია, მოიკითხეთ, იქნებ სარდაფშია ჩაგდებული ის ადამიანიც. ადამიანი, რომელსაც ელემანტარულად პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ბატონ კვირიკაშვილს, მართლა რომ რამეს წარმოადგენდეს. სწყინდა მაშინ, თავის დროზე, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ნომინალური პრემიერ მინისტრი ხართ-მეთქი, სწყინდა. სად არის ეს ადამიანი, როდესაც მის მინისტრს სარდაფში ამწყვდევდნენ და ურტყამდნენ და ლამის სიცოცხლეს გამოასალმეს. არ უნდა თქვა, ელემენტარულად? ეს ფაქტი ხდებოდა, ის იყო პრემიერ მინისტრი, მაგრამ ვერ იტყვის. თქვენ გგონიათ რა ყიფიანზე უფრო მაგარი ბიჭია კვირიკაშვილი თუ რა? ფარცხალაძემ როგორც ჩაიყვანა სარდაფში ყიფიანი, იგივენაიარად მოექცევა კვირიკაშვილს და აი, ესეთი ჯალათი, იმიტომ ჭირს.. ძიძიგურსაც იგივენაირად მოექცევა, აი, ამ მდინარაძესაც იგივენაირად მოექცევა, ბატონს და აი, ამ ახალგაზრდასაც [ვატო შაქარაშვილს] იგივენაირად მოექცევა. ჩვეულებრივი დამნაშავეები ხართ, ჩვეულებრივი, ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ უტიფრები ხართ, გაწყვეტილი გაქვთ ძარღვი, მთელი საქართველო შიმშილობს, მთელი საქართველო გაქცევაზეა, 600 ათასზე მეტი ქართველი გავიდა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში და გყავთ კანდიდატი, რომელმაც დღეს მოახერხა და თქვა, ჩავიდა ახალქალაქში და მიმართა ჩვენს თანამოქალაქეებს - სომხებს და უთხრა, რომ წინა ხელისუფლება თურქებს აძლევდა მოქალაქეობას და თქვენ არ გაძლევდათო. აი, ასეთი კანდიდატი გყავთ... გამოდიხართ აქ და ფეხი ფეხზე გადაგიდიათ და თითქოს მართლა რამეს წარმოადგენდეთ. რა არის თქვენი ფასი? რა გაგიკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში? არც ერთ სიტყვას არ გაპატიებთ... საერთოდ გახვედით თავს“... მიმართა ნიკა მელიამ მმართელი პარტიის წარმოამდგენლებს საკმაოდ ემოციური ტონით, რის შემდეგაც სტუდიაში მდგომარეობა დაიძაბა.
ზვიად ძიძიგურის რეპლიკა: ეეე, დამშვიდდი ბიჭო... (ნიკა მელია წამოდგა და ძიძიგურისკენ გაიწია).
ზვიად ძიძიგური: დაეგდე იქა, დაეგდე მეთქი ადგილზე.
ნიკა მელია: შე უნამუსო...
ზვიად ძიძიგური: დაეგდე ადგილზე, შე უზრდელო შენა...
ნიკა მელია: შენ ხარ მკვლელი, მკვლელების მფარველო...
ზვიად ძიძიგურმა არაერთხელ გაუმეორა მელიას: დაეგდე იქა... დაეგდე იქა... დაეგდე იქა.
ნიკა მელია: კორუმპირებულები ხართ - ადამიანები, ვისაც ყოველდღე უმდიდრდებათ ჯიბეები...
ზვიად ძიძიგური: ყველგან, სადაც კი მოხვედრილა [მელია], პროვოკაციებით...
ნიკა მელია ზვიად ძიძიგურს საუბრის საშუალებას არ აძლევს და მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონი გამოურთეს, მაინც განაგრძო ხმამაღალ ტონზე შეფასებების გაკეთება.
ნიკა მელია: ფარცხალაძეზე უარესია ძიძიგური. ფარცხალაძე ყველამ იცის, რომ არის ჯალათი. ეს ადამიანი თამაშობს, რომ თითქოს არ არის დამნაშავე, სინამდვილეში ხართ უარესი, კორუმპირებული. ხართ გაცილებით უარესი, ვიდრე არის ფარცხალაძე...
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.