„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქტიურ ამომრჩეველზე, განსაკუთრებით კი, მის მხარდამჭერებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლას აქვს ადგილი - თითქოს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ზიანის მომტანი ან ხელისშემშლელი პირობა გახდეს იმ პირთათვის, ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნათხოვნი და ასეთი სტატუსი ჯერ არ გააჩნია, რაც ვაშაძის თქმით, „წმინდა წყლის სიცრუეა“.
„მეგობრებო, როგორც ახლახან შეგვატყობინეს ჩვენმა თანამოაზრეებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აქტიურ ამომრჩეველზე, განსაკუთრებით კი, ჩვენს თანამოაზრეებზე გრძელდება სხვადასხვა ფორმით ზეწოლა. ამჯერად, ავრცელებენ მცდარ და აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ზიანის მომტანი ან ხელისშემშლელი პირობა გახდეს იმ პირთათვის, ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნათხოვნი და ასეთი სტატუსი ჯერ არ გააჩნია. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, აბსურდი. საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამოცხადება ნებისმიერი სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია მხოლოდ შეზღუდული, საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ფარგლებში მოქმედებს და სამართლებრივი დევნის წარმოება აშშ-ს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლებელია. გარდა ამისა, ღიად და დეკლარირებულად ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს არც ერთი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის ჩინოვნიკი არ უსაყვედურებს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილების შეტანაში მონაწილეობის მიღებასა და ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას, ასე რომ, თამამად და გაბედულად შეგიძლიათ მიბრძანდეთ გენერალურ საკონსულოსა და საელჩოში, გააკეთოთ თქვენი არჩევანი და თითო ხმით განუზომელი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე“, აცხადებს ვაშაძე, რომლის მიმართვაც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე არის გამოქვეყნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.