კინჩხაში სკაუტების ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მონაწილეები დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ და ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მოინახულეს.
„ბანაკი მიზნად ისახავს სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებას, შემოქმედებითი აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას.
საქართველოს სკაუტების მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობას 14- დან 17 წლის ჩათვლით ქუთაისის საჯარო სკოლების ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც სურვილი აქვთ სამეწარმეო უნარ-ჩვევები შეიძინონ, აღიჭურვონ ემოციური ინტელექტითა და რისკის აღების უნარით. პროექტი ქუთაისის თვითმმართველობის მიერ არის დაფინანსებული", ნათქვამია ხონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.