„ჩემთვის ძნელია კომენტარი გავაკეთო სპეციფიკურ საქმეებზე, რომლის შესახებაც არ ვიცი, მაგრამ ის, რაც ზოგადად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, რადგან ეს რეგიონები საქართველოს ნაწილებს წარმოადგენს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენიცაზე, ბრიუსელში, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
„და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან. და მე ვფიქრობ, რომ ბევრი მიზეზია იმისა, რომ რუსეთს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდო. ეს არის მხოლოდ ის გზა, პატივი სცე საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს, და რა თქმა უნდა ეს არის გზა, გადაწყვიტო სხვა ინციდენტები, რომელიც დაკავშირებულია იმ გამოწვევებთან და პრობლემებთან, რასაც რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ქმნის იქ და რასაც ისინი ქმნიან საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის“, განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.