ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობას შეხვდა
04-10-2018, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილე არჩილ მაღრაძესთან ერთად, სოფელ ლეღვნისა და სოფელ მარელისის მოსახლეობას შეხვდა.

 


ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია - 2019 წელს სოფელ ლეღვანში სკოლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაგრძელდება მარელისში.

 

 

„ჩვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს მოსახლეობა პოზიტიურად ხვდება, თუმცა სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებია. სამასალე ხე-ტყესა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის მოსახლეობისთვის. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სრული დატვირთვით მუშაობენ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში“, აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა.

 


შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული მნიშვნელოვანი საკითხები 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი