გია ნოდია: „ის, რასაც ზაზა ოქუაშვილი მოგვიყვა და რაც ფარული ჩანაწერებიდან გამოჩნდა, ადასტურებს, ან აჭარბებს, ყველაზე უარეს წარმოდგენებს, რაც ბიძინა ივანიშვილის მართვაზე გვქონდა“
04-10-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რასაც ზაზა ოქუაშვილი მოგვიყვა და რაც ფარული ჩანაწერებიდან გამოჩნდა, თავისი შინაარსით შოკისმომგვრელია - უფრო სწორად, შოკისმომგვრელი უნდა იყოს. ის ადასტურებს, ან აჭარბებს, ყველაზე უარეს წარმოდგენებს, რაც ბიძინა ივანიშვილის მართვაზე გვქონდა“, აცხადებს პოლიტოლოგი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია, თუმცა, მისი აზრით, „ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მისი შედეგი იქნება ისეთი დრამატული, როგორიც შეიძლება ბუნებრივი ან სამართლიანი მოგვეჩვენოს“, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო შეიძლება ბევრი იყოს, „არ არის ძალა, რომელიც ამ უკმაყოფილოთა მობილიზებას შეძლებს“.

 


პოლიტოლოგის თქმით, „სააკაშვილი ცდილობს, კვლავ იქცეს ასეთ ფიგურად (როგორც 2003-ის ნოემბერში), მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“.

 


„[ფარული აუდიო ჩანაწერების] ყველაზე ბუნებრივი შედარება ციხის კადრებთანაა. ის კადრები - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათი ყველაზე მტკივნეული ნაწილი დადგმული, ფალსიფიცირებული იყო - იმდროინდელი ხელისუფლების ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოაჩენდა და მათზე საზოგადოების მძაფრი რეაქცია სამართლიანი იყო. ოქუაშვილის ჩანაწერები და მონაყოლი, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ღრმა და სისტემურ პრობლემას წარმოაჩენს, მაგრამ რეაქცია, როგორც ვხედავთ, ისე მძაფრი არაა. რატომ? მე მგონი, ორი მიზეზია. ერთი - ფსიქოლოგიური: ვიდეო უფრო მოქმედებს, ვიდრე აუდიო, ფიზიკური წამება უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ვიღაცისთვის ფულის „დაწერვა“, რიგით პატიმართან უფრო მეტ ადამიანს ექნება იდენტიფიკაცია, ვიდრე მილიონერთან, ვისაც რაღაცას „აწერენ“.

 


მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, პოლიტიკურია. მაშინ პრაქტიკულად ყველა, ვინც ხელისუფლების აქტიურად უკმაყოფილო იყო, მზად იყო ბიძინას დროშის ქვეშ დამდგარიყო, თუნდაც დროებით. დღეს უკმაყოფილო შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ არ არის ძალა, რომელიც ამ უკმაყოფილოთა მობილიზებას შეძლებს. სააკაშვილი ცდილობს, კვლავ იქცეს ასეთ ფიგურად (როგორც 2003-ის ნოემბერში), მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. მთავრობისთვის სწორედ ოპოზიციის ფლანგზე გათიშულობაა მთავარი (თუ არა ერთადერთი) კოზირი და მას აქტიურად იყენებს.

 


მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ამით სერიოზული დარტყმა არ მიიღო. სალომე ზურაბიშვილის დამარცხება არჩევნებში კიდევ უფრო რეალისტური გახდა (თუმცა გარანტირებული ჯერ - ვერა). „ოცნების“ დაცვა - კიდევ უფრო სათაკილო ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ თავის დასასრულს უახლოვდება, ძლიერდება, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა“, აცხადებს ნოდია „ფეისბუქის“ მეშვეობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი