მსიოფლიო ბანის, „სახელმწიფო ხალხისთვის" დაფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. ვასილენკომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდება.
„არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”, განაცხადა ანგელა ვასილენკომ.
ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. ადვოკატების თქმით, გამოკითხვა 8 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო, თუმცა, თარიღი მოულოდნელად შეიცვალა.
ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე პროკურატურას ზეწოლაში ადანაშუალებს და ამბობს, რომ ანგელა ვასილენკო, რომელიც მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში გამოკითხვაზე „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით დაბარებული იყო 8 ოქტომბრისთვის, გამოიძახეს გუშინ, „ფორსმაჟორული წესით" მაშინ, როდესაც, როგორც ადვოკატი ამბობს, ვასილენკო ჩვენების მისაცემად მზადყოფნას მარტის თვიდან გამოთქვამდა.
„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა 2018 წლის მარტის თვიდან რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ „იავნანასთან" დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას - რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა", აცხადებს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გაქტიურებას პაატა ბურჭულაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უკავშირებს.
ვასილენკოს ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტები, რომ მსოფლიო ბანის მეუღლე საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე 8 ოქტომბერს გამოცხადდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.