შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საბავშვო ბაღში შვედი ექიმების მიერ ბავშვთა გამოკვლევის პროცესს დაესწრო
04-10-2018, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შვედეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, პირველი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში ხარაგაულს სტუმრობდა.

 


შვედეთის ელჩი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად, ბორითის საბავშვო ბაღში, სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმების მიერ ბავშვთა კვლევის პროცესს დაესწრო.

 


ღონისძიებას ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, დაესწრნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ შვედეთის ელჩს, შვედ ექიმებსა და პროექტის კოორდინატორს, მაია ბერაძე-ჯონსონს მადლობა გადაუხადა ხარაგაულში ასეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარებისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 


ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს“ სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის მიერ გამოკვლევების ჩასატარებლად სპეციალური აპარატი გადაეცა.

 


სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ამ დროის განმავლობაში, სმენის პრობლემების მქონე დაახლოებით 800-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 16-ს სასმენი აპარატი გადაეცა. აპარატები გადაეცემა ასევე, 22 ბენეფიციარს.

 


სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებს, დღეს, 4 ოქტომბერს, ჯანდაცვის ცენტრში აქვთ მიღება, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მიბრძანდეს და გამოკვლევები ჩაიტაროს.

 


სტოქჰოლმის Widex AB Hearing Aids Company -იის წარმომადგენლების ხარაგაულში ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.

 


ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი