სად გაგონილა, უწინარესად კი დასავლურ სამყაროში, რომ ერთდროულად, ერთი სუვერენული სახელმწიფოს მოხელე და მოქალაქე, მეორე სუვერენული სახელმწიფოს, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს?! სადაური წესი და კანონია? სადაური და, აქაური, ქართული, დიახ, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება! რატომ და ვინ არის ამაში "დამნაშევე"?! უტიფრობაში და ყველაფის კადრებაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს ბადალი რომ არ ჰყავს ეს ცნობილი ამბავია, მან ხომ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამ სახელმწიფოს მოხელეობას დახარბდა, მისი ერთ–ერთი რეგიონის გუბერნატორიც გახდა!.. მაგრამ, საინტერესოა ამ დროს, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი რას აკეთებს და როგორ რეაგირებს სააკაშვილის თავგასულობაზე? რა მაქვს მხედველობაში? ის რომ, სააკაშვილმა ისე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, რაც სრული უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ! მოკლედ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი (სახელმწიფოს პირველი პირი!) ისე ხდება სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და რიგითი მოხელე, რომ "საჭიროდ არ თვლის" (სააკაშვილი და "სინდისის ქეჯნა"?!) საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს, რითაც აკნინებს საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას და პრესტიჟს! ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეუძლია, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს და ჩამოართვას გათავხედებულ სააკაშვილს! მარგველაშვილი კი, დუმს, ეტყობა მან არ იცის, რომ "დუმილი", ყოველთვის არ არის "ოქრო"!
ამ დროს, რა მანევრებს აკეთებს "ორი სახელმწიფოს მოქალაქე", "გასტროლიორი პოლიტიკოსი" სააკაშვილი?! რას და, თავის დღევანდელი "პოლიტიკური მოღვაწეობის" ადგილას, უკრაინის ქალაქ ოდესაში, "გასვლით შეხვედრას" აწყობს, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური "ოპოზიციური" პარტიის აქტივისტებთან, რომელთა "უკვდავი" ბელადი დღესაც არის! ამ შეხვედრის "დღის წესრიგზე" ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "საფუძვლიანი ეჭვი მაქვს", რომ მათი "საფიქრალი და საზრუნავი", რისი "მოქმედებაში მოყვანისთვის ყველაფერზე წავლენ", გახლავთ, – საქართველოს არსებული ხელისუფლების სწრაფი დემონტაჟი, საბოტაჟის და ყველა სხვა "დასაშვები თუ დაუშვებელი" საშუალებების გამოყენებით!! რა მაინტერესებს იცით? იცის ეს თუ არა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა? და თუ იცის, რატომ აყოვნებს საქართველოს შემარცხვენელი სუბიექტისთვის, სააკაშვილისთვის, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას, რასაც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს კონსტიტუცია და კანონი?! ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა პრეზიდენტ მარგველაშვილს ქართულმა საზოგადოებამ, ანუ ყველამ ერთად უნდა დავუსვათ და პასუხიც უახლოეს დღეებში უნდა მოვითხოვოთ! იცით რატომ, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, საქრთველო, ანუ ჩვენ, სახელმწიფო ვართ თუ არა?! ეგება, მარგველაშვილი იმიტომაც "დუმს და უნარჩუნებს" მოქალაქეობას სააკაშვილს, რომ მომავალში, როცა საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება, მასაც რომელიმე სხვა სახელმწიფოს მოხელეობა სურს (ოლქის, შტატის, პროვინციის, დეპარტამენტის "შეფობა")??!!
P.S. მოკლედ, "ასეთი პრეზიდენტების გადამკიდეთ", ჩვენში გავრცელებულ კითხვას – "გვეშველება რამე"?, დაემატა – "რა დავაშავეთ"?!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.