იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ
04-10-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს.

 


შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ. მათ უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ექიმებს, უბნის ექიმებს და ასევე, გადაამზადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მომავალში ასოციაციის მიერ გამოგზავნილ სპეციალურ აპარატს მიიღებს და ხარაგაულში გამოკვლევებს განაგრძობს.

 

 

 


სოფელ ბორითის საბავშვო ბაღში მიმდინარე საქველმოქმედო აქციას ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაესწრნენ.

 


იმერეთის გუბერნატორმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შვედ ექიმებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გდასაცა. ექიმთა ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება და მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება დაახლოებით, 100 000 ლარის ღირებულებას შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი