საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია. დავითაშვილმა „ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან ერთად, საგარეჯოში გამართული შეხვედრისას მოსახლეობას უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს".
„სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი, იყოს ყველას პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ასეთი კანდიდატია და ყველას გთხოვდით, რომ მას მხარი დავუჭიროთ“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.