ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეებსა და ა(ა)იპ - ების თანამშრომლების მონაწილეობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ქართული საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ნინოწმინდის თვითმმართველობის სტრუქტურაში დასაქმებულებს ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.