პრემიერის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ რეგიონებს 15 400 000 ლარი გამოეყო
30-06-2015, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის განკარგულებით, 2014-2015 წლების სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს რეგიონებისთვის 15 400 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.


"2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 15 400 000 (თხუთმეტი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი", -ნათქვამია განკარგულებაში.


თანხები შემდეგნაირად გადანიწლდა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 2 600 000 ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტი - 1 570 000 ლარი; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 1 500 000 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 1 450 000 ლარი; სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1 400 000 ლარი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 950 000 ლარი; ხობის მუნიციპალიტეტი - 900 000 ლარი; ხონის მუნიციპალიტეტი - 600 000 ლარი; ცაგერის მუნიციპალიტეტი - 550 000 ლარი; მარტვილის მუნიციპალიტეტი - 500 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 500 000 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტი- 500 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - 480 000 ლარი; ვანის მუნიციპალიტეტი - 450 000 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 450 000 ლარი; დუშეთის მუნიციპალიტეტი - 400 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტი - 300 000 ლარი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - 200 000 ლარი; სენაკის მუნიციპალიტეტი - 100 000 ლარი.


განკარგულების მიხედვით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიეცათ უფლება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი