თავდაცვის ატაშეები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ
04-10-2018, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნიდან თავდაცვის ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს JTEC-ის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა და JTEC-ში ნატოს ჯარების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ როზმარამ, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობის, ამოცანების, სამომავლო გეგმებისა და ცენტრის როლზე შეიარაღებული ძალების განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

 

 

პრეზენტაციაზე ყურადღება JTEC-ის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე გამახვილდა.

 

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კრწანისის სასროლეთზე თავდაცვის ატაშეებს შორის შეჯიბრი სროლებში გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი