წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
04-10-2018, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 


ამ ეტაპზე დასრულებულია რგფ-ის მიერ დაფინანსებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების 6 მსხვილი პროექტი, რისთვისაც სულ 495815 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შპს. „ინდიკო“ ახორციელებს.

 


დასრულებულია ბესიკის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე გზის ასფალტ-ბეტონის საფარით სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დუმბაძის ქუჩის, იმერეთის ქუჩის, კეცხოველის ქუჩის, ლერმონტოვის ქუჩის მოასფალტება.

 


რგფ-ის დაფინანსებით, ქ. წყალტუბოში, იმერეთის ქუჩაზე 800 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარი დაიგო.

 


„გზის ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა, აქ ფიზიკურად გადაადგილება თუთქმის შეუძლებელი იყო“, განმარტა გრიგოლ იოსელიანმა.

 


მხოლოდ ამ პროექტისთვის 96223 ლარი გამოიყო. წყალტუბოს მერმა კოლხეთის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. საუშაოებზე სულ 48325,65 ლარი დაიხარჯა.

 


ამ მსხვილი პროექტებიდან ამჟამად ასფალტის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

„ამ გზის რეაბილიტაციას წლების მანძილზე ითხოვდა მოსახლეობა, სამუსიკო სკოლაში ყოველდღიურად დადიან ბავშვები, აქვეა სასულიერო გიმნაზია, დევნილთა კორპუსები, ამ მონაკვეთზე ათეული წლებია გზა არ დაგებულა, მთავარია რომ სამუშაოები დათქმულ ვადებში სრულდება ხარისხიანად“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 


წყალუბოს მუნიციპალიტეტის მერი და პირველი მოადგილე სოფელ ფარცხანაყანევში კოპიტნარის ტერიტორიაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ უბანშიც იმყოფებოდნენ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოებს შპს. „ფირმა იმედი“ ახორციელებს, ცენტალურ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ სამუშაოებისთვის 80 250 ლარია გათვალიწინებული.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი