დავით სონღულაშვილი მოქალაქეებს „სწორი არჩევანის" გაკეთებისკენ მოუწოდებს.
სონღულაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გურჯაანში ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამომრჩეველს სიტყვით მიმართა:
„მსურს მივესალმო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება. გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის", განაცხადა სონღულაშვილმა გურჯაანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.