„პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა დიაგნოზის დასმა, თუ რა სჭირს ივანე მერაბიშვილს“ - ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს
04-10-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც მსჯავრდებულია და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ქართველმა ექიმებმა, დაგვინებული კვლევების გამო, დიაგნოზი ვერ დასვეს, იქნებ, უცხოელმა სპეციალისტებმა დაუსვან დიაგნოზი.

 

 

„გუშინ, კლინიკა „მედიქლაბში" შედგა კონსილიუმი, ექიმებმა მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. კვლევები ჩატარდა. კონსილიუმი მივიდა ისევ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ჰორნერის სინდრომი. მაგრამ თუ რამ გამოიწვია ეს სინდრომი, მათთვის გაუგებარია. ექიმებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ექიმების ნაწილი გამოთქვამდა, რომ აღნიშნული პრობლემა შეიძლება უფრო გართულდეს და მიმდინარე პროცესია ორგანიზმში, რაც შეიძლება შემდეგ მენინგიტის საშიშროება გახდეს დახურულ სივრცეში, აღნიშნულ მოსაზრებას ნაწილი ექიმებისა არ დაეთანხმა.

 


ასევე, იყო გამოთქმული მოსაზრება ექიმების მიერ, რომ თუკი, ეს კვლევები ჩაუტარდებოდა მერაბიშვილს დროულად, აბსოლუტურად სწორად იქნებოდა დიაგნოზირებული, რაც სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების მიერ ეს არ მოხდა. მას საწყის ეტაპზე მკურნალობდნენ რინიტსა და კონიუნქტივიტზე, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა დიაგნოზის დასმა, თუ რა სჭირს ივანე მერაბიშვილს.

 


დაგვიანებული კვლევა აღმოჩნდა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს დიაგნოზი. დღეს მერაბიშვილი მკურნალობის კურსს არ გადის. ყოველივე ამის შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე ოჯახთან ერთად ადვოკატები, რომ - ვინაიდან, ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა - ჩვენ ვაგზავნით ყველა სამედიცინო კვლევას საზღვარგარეთ და ვაპირებთ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას. მოვითხოვთ მერაბიშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მრავალპროფილურ კლინიკაში გაყვანას, რომ მოვახერხოთ და ვანახოთ უცხოელ სპეციალისტებს და იმედია, ისინი მაინც მოახერხებენ დიაგნოზის დასმას", განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   giorgi
      
pirvel rigshi mogesalmebit kvelas, agnishnuli faqti zalian samcuxaroa piradad chemtvis radgan batoni vano aris zalian kargi pirovneba da did pativs vcem aseve zalian sackeni faqtia rom mis jamrtelobas safrtxe exeba, exla ki rac sakitxs sheexeba vityvi rom radgan batoni vano iko kofili magal chinosani es ar nishnavs rom gadavabijot im zgvars da ganacebes romelic sasjelagsrulebis saministros aq, aris procedurebi risi dacvac kvelastvis sachiroa, radgan saqartvelos dzalian bevri patimari kavs da baton vanoze met rrtul situaciebshic arian magram ar xdeba mat mimart privilegiebi, da vfiqrob radgan kofil premier ministrzea saubari es ar nishnavs gadavabijot ces da kanons da davanaxot danarchen chaketil msjavrdebulebs rom ai is ministri iko da amitom tqvenze cin unda davakenot, xolo tu ar moxda tavis droze vanos mimart kuradgebis gamochena sachiro kvlevebis chaatareba mashin unda daisajos mtavari eqimi ukuradgebobis gamo da samsaxureobrivi gulgrilobis gamo, aseve tu eqimebi deben daskvnebs rom sicocxlistvis sashish daavadebastan aqvt saqme rasac ver igeben, mashin kibatono aigos ojaxma pasuxismgebloba da sakutari xarjebit moicvios da sachiro mkurnaloba chautaron amashi aranairi problema ar unda ikos, tu es arari politikuri angariscoreba. boloshi ki vusurveb baton vanos gamojamrtelebas da male gantavisuflebas.
4 ოქტომბერი 2018 12:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი