სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“.
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.