აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა
04-10-2018, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

 

 

„თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ბრიუსელში შეხვდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

 

თავდაცვის მდივანმა მინისტრ იზორიას მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ კვლავ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის შეკავება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებასა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიღწევას.

 

 

მატისმა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", ნათქვამია ინფორმაციაში, როგორც ამას საქართველოს თავდაცვის უწყება იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი