პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.
საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. კუკავა აცხადებს, რომ სახელების და გვარების გარდა ხელისუფლებაში არაფერი იცვლება და ეს სისტემა უნდა დაინგრეს.
„ბოლო დღეების მოვლენებმა დაადასტურა ძალიან ნათლად, რომ საქართველოში „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივ სისტემას შორის არ არის არანაირი სხვაობა. სააკაშვილს ჰყავდა ახალაია და ახალაია ძარცვავდა ქვეყანას, ივანიშვილს ჰყავს ფარცხალაძე და ფარცხალაძე ძარცვავს ქვეყანას, შევარდნაძეს ჰყავდა ჯაბა იოსელიანი და მერე თავისი ნუგზარა შევარდნაძე - არაფერი არ იცვლება სახელების და გვარების გარდა. ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევთ, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ ორივე არის ბოროტება ამ ქვეყნისთვის, ნუ დარჩებით სახლში, მოდით არჩევნებზე, გავისტუმროთ ეს ორი დანაშაულებრივი ბანდა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან“, განაცხადა კახა კუკავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.