საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში 2015 წელს დაწყებული გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე 2015 წელს დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება მისულია დასკვნით, კერძოდ საქმის შეწყვეტის ეტაპზე, ვინაიდან საქმეში არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტს საბოლოო დასკვნის გასაცემად დამატებით წარსადგენი აქვს სამედიცინო გამოკვლევის დოკუმენტაცია.
მათივე ცნობით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დაბარებული „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში.
„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე კი მიიჩნევს, რომ მოწმეებზე ზეწოლა და ტერორი დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.