გიორგი ვოლსკი: როცა ცხინვალის იზოლატორში იმყოფები, გულწრფელ განცხადებებზე ლაპარაკი ზედმეტია
04-10-2018, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეხმაურება. გიორგი ვოლსკი დაკავებულის განცხადებების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

 

დეპუტატის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორი ამოცანაა შესასრულებელი, პირველი ოთინაშვილებმა მიიღონ მათ შვილზე ზუსტი ინფორმაცია და მეორე, რაც შეიძლება მალე მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება.

 

 

„რასაკვირველია, როცა იზოლატორში იმყოფები, თან ცხინვალის იზოლატორში, გულწრფელ განცხადებებზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს დიდად, რომ მაინცდამინც ცუდად არის და ამით ჩვენ რაღაც მოგებას ვნახულობთ ამ საკითხზე. ტერიტორია ოკუპირებულია, იმ მოღალატეობრივი თუ დანაშაულებრივი შეცდომების გამო, რომელიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ და ყველაზე ხმამაღლა განცხადებებს დღეს ისინი აკეთებენ მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატები.

 


საჭიროა რუსეთთან მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ასევე რუსეთის მხრიდან გონიერების მოკრება, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანონ ისედაც დაზიანებული საერთაშორისო რეპუტაცია“, განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი