ქეთევან ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია ყველასთვის მთავარი საკითხია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი არის ის, რომ ის იქნას გათავისუფლებული
04-10-2018, 22:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, უკვე სერიოზული არ არის.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „წითელ ჯვარს“ ჰქონდა დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა და ეს ინფორმაცია მიაწოდა ოჯახს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, ეს უკვე სერიოზული არ არის და ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ მაია ოთინაშვილი გათავისუფლებული იქნას რაც შეიძლება მალე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია, ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისათვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი არის ის, რომ ის იქნას გათავისუფლებული.

 

 

ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლში და ბაღში ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა, რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

 

 

ამასთან, ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისთვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი