„ეროვნული ქალბატონია და გვინდა, რომ გაიმარჯვოს“ - ბიძინა ივანიშვილის ძმამ სალომე ზურაბიშვილს 45 ათასი ლარი შესწირა
05-10-2018, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მამრთველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა თანხა შესწირა.

 


პრეზიდენტობის კანდიდატის შემომწირველთა შორისაა ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი, 1-ელ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.

 

 

„იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, რომ მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაიმარჯვოს", უთხრა ალექსანდრე ივანიშვილმა „რუსთავი 2"-ს სატელეფონო საუბრისას.

 

 

შეკითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შეწირვა ბიძინა ივანიშვილის თხოვნა, ალექსანდრე ივანიშვილმა ასე უპასუხა:

 


„ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მე მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი