ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან მერაბ ორდინიძესთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე - შუქურა ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი.
ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თათბირზე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის ბოლოს, მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა, მანანა ჩაგელიშვილმა მოახლოებულ სახალხო დღესასწაულის „ონელობა 2018“-ზე და დღესასწაულში თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.