თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა
30-06-2015, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.


საკრებულოს სხდომაზე თბილისის აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. სულ საკითხის გატანის დროს რეგისტრაცია 36-მა დეპუტატმა გაიარა.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხმა სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძარობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებს ძირთადად სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ჰქვია. სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ითხოვდა, რომ საკითხი დეპუტატებს ნაჩქარევად არ მიეღოთ.


როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განაცხადა, ბედნიერია, რომ მიიღო მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის მსოფლიოში ცნობილი შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების პროცედურაში. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ვერსიები სახელის შერჩევის პროცესში. ბერაძემ დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის სახელი მინიჭებული აქვს ქუთაისის აეროპორტს, თამარ მეფის, მესტიის აეროპორტს. ბერაძე მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის სახელს ალტერნატივა არ გააჩნია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი