ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მერი აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ, რომ მრავალი თაობა აღგეზარდოთ და ყოველთვის გეამაყოთ თქვენი შრომის შედეგით.
უდიდესია თქვენი წვლილი მოზარდი თაობის განვითარებაში, განათლებაში, საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. თითოეული წარმატებული ადამიანის უკან თქვენ დგახართ. თითოეული თქვენგანი ყოველი დღის გმირია და ჩვენი ვალია ხელი შეგიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სათანადო პირობებში იღვაწოთ.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ხონის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგებს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ", ნათქვამია ლადო ჯურხაძის განცხადებაში, რომელსც ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.