იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. მინდა თქვენს მიმართ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს რეგიონში მოღვაწე მასწავლებლებს.
სახელმწიფოს მომავალი და განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა თაობების აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. თუ გვაქვს სურვილი გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული თაობები, ხელისუფლების ვალია, შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მოსწავლეებს ცოდნა გადასცეთ. ეს პროფესია ძალიან ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თქვენი ღვაწლი ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ღვაწლმოსილ პედაგოგებს, თქვენ წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და ღირსეული თაობები აღუზარდეთ", ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.