პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი: „ვიცი, რომ დამდგარია მესიის მეორედ მოსვლის წინარე ბოლო ჟამი და საქართველოს სულიერი მისია სწორედ დამდგარი ბოლო ჟამის დამოწმებაში მდგომარეობს“
05-10-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიცი, რომ დამდგარია მესიის მეორედ მოსვლის წინარე ბოლო ჟამი და საქართველოს სულიერი მისია სწორედ დამდგარი ბოლო ჟამის დამოწმებაში მდგომარეობს, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში -„დებატები 2018“

 


„პირველი – ვიცი, რომ დამდგარია მესიის მეორედ მოსვლის წინარე ბოლო ჟამი; მეორე – ვიცი, რომ ბიბლიაში არსებული, ამ ბოლო ჟამთან დაკავშირებული ნიშნების უმრავლესობაში მოცემულია საქართველოს დღევანდელი ისტორია; მესამე – ვიცი, რომ საქართველოს სულიერი მისია სწორედ დამდგარი ბოლო ჟამის დამოწმებაში მდგომარეობს. შესაბამისად, ვიცი, ამ დროში რა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული პრეზიდენტი. მზად ვარ, ჩვენს ერს და ამომრჩეველს ამ მიმართულებით ვემსახურო და გავუზიარო ჩვენი ცოდნა და ხედვა, რაც ამ ჩამოთვლი პრობლემების რეალიზებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა - რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს - ამომრჩევლისთვის თავის წარდგენისას, რისთვისაც კანდიდატებს გადაცემაში თითო-თითო წუთი დაეთმოთ.

 


მიხეილ სალუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შუამავალი უნდა იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ შტოებს შორის, რომლებიც დღეს ისედაც შეთანხმებულად მოქმედებენ და მისი გამარჯვების შემთხვევაში, იგი გამოვა ინიციატივით, რათა შეიქმნას გარკვეული საკითხების ირგვლივ გაერთიანებული მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წამოწეულ პრობლემებზე მომუშავე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული სპეციალური კომისიები.

 

 

„იმ შეკვეცილი უფლებების ფონზე, რაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, როგორც შუამავალის როლი ამ ჯგუფებსა და საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, განაცხადა სალუაშვილმა.

 


მისი თქმით, მათი წინადადებაა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატები გაერთიანდებიან და ახალ ინიციატივებს წარმოადგენენ, რათა მათი ხედვები არ დაიკარგოს.

 


მიხეილ სალუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მირაჟია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი სახსრები მოეპოვებინა და ეს წესი უნდა გაუქმდეს.

 


„პარტიების დაფინანსების წესი 2008 წელს იქნა შემოღებული და ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღემდე, პარტიების დაფინანებისთვის 114 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 30% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს წესი საბიუჯეტო თანხებში ხელის ფათურისთვის შემოიღო“, განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი