პრეზიდენტობის კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე: მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი ზესახელმწიფოები მოდიან, კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს
05-10-2018, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს, რადგან არ შეიძლება, ქვეყნის კურსი განისაზღვროს მაშინ, როცა მსოფლიოში ცვლილებები ხდება და ახალი ზესახელმწიფოები მოდიან, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში - „დებატები 2018“.

 


„აგერ, ასპარეზზე ჩინეთი გამოჩნდა და საშუალება გვაქვს, მასთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს აღებული ასეთი ვექტორი – გინდა თუ არა, დასავლეთი, აღმოსავლეთი, ან ჩრდილოეთი. ჩვენ საქართველოს ინტერესებზე, განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს აღმოსავლეთიდან იქნება, თუ სამხრეთიდან, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ჩვენი ინტერესებია, რომელიც ჩვენი სამეზობლოს ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს და მათთან კომუნიკაციის აღდგენა უნდა მოვახერხოთ“, განაცხადა ჭიჭინაძემ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოდის კონსტიტუციასთან თანხვედრაში ნეიტრალიტეტის შესახებ მისი ინიციატივა, რაც მის დაპირებებშია და როგორ აპირებს ის ამ წინააღმდეგობის დაძლევას, კახაბერ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას, სხვა უფლებებთან ერთად, რეფერენდუმის უფლებაც უნდა დაუბრუნდეს და ეს საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.

 


„ერთმნიშვნელოვანია, რომ ნატო ტერიტორიულ მთლიანობას ვერ მოგვიგვარებს. ადამიანებისგან, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან, მოდის მესიჯები, რომ აფხაზეთი ზედმეტია და უნდა მოიკვეთოს. ეს ის მესიჯებია, რითაც ისინი გვთავაზობენ, ამ ტერიტორიულ მოცემულობაში დავრჩეთ.

 


ჩინეთი დაინტერესებულია, აქ ე.წ. ბუფერული ზონა შეიქმნას. საქართველო-აზერბაიჯანი უნდა იყოს მშვიდობის კორიდორი, სადაც რუსეთი თავს დაცულად იგრძნობს, რომ სამხრეთის დერეფნიდან ბალისტიკური შეტევა არ ექნება, სამხრეთში არსებულ ქვეყნებს კი, არ ექნებათ იმის საშიშროება, რომ რუსეთიდან ბალისტიკური რაკეტა ჩვენ ტერიტორიაზე გადაიფრენს. ამ არსენალის გაძლიერებაში თვითონ რუსეთიც შეიძლება იყოს ჩართული. ჩინეთი და ევროპა თანახმაა და იმ პირობით, თუ რუსეთი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე თანახმა იქნება, ჩვენ შევძლებთ, ახალი მოცემულობა დავდოთ, სადაც ნეიტრალიტეტს მივიღებთ“, განაცხადა ჭიჭინაძემ.

 


მისი თქმით, საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი მუსლიმანური და ამ ორი სახელმწიფოს ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება საშუალებას მოგვცემს, რელიგიური ომების დაწყების შემთხვევაშიც კი, მშვიდობიანი დერეფანი გვქონდეს და ნებისმიერი კონფლიქტის მოლაპარაკებების გარანტია ვიყოთ.

 


„ნატო-ში შესვლა იმიტომ გვინდა, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ, ან ნატო-მ ჩვენი პრობლემები მოაგვაროს. არადა, ჩვენ დაპირისპირების საგანი არ უნდა გავხდეთ, რადგან ჩვენი ფუნქცია ისაა, მსოფლიოს ახალი სულიერი აზროვნება მივცეთ და ყველა დაპირისპირებული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიწვიოთ“, განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი