კლასიკური ავტომობილების ტურის (Peaks of the Caucasus) ფარგლებში, წყალტუბოში პირველად 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩამოვიდა.
წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების ნახვა ავტომოყვარულებისათვის უნიკალური შესაძლებლობა იყო.
„წელს, საქართველოში ვმოგზაურობთ, დავიწყეთ თბილისიდან და დღეს ჩამოვედით კურორტ წყალტუბოში, სადაც ბევრი გამორჩეული არქიტექტურული შენობა ვნახეთ. ხვალ გეზს სვანეთისკენ ავიღებთ, სულ 2000 კილომეტრი უნდა დავფაროთ. მიხარია, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვმოგზაურობთ’’, განაცხადა ავტორბოლის ორგანიზატორმა, ბარაქ კლანკმა.
წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის, სალომე ქუთათელაძის თქმით, მსგავსი ტურები ხელს უწყობს კურორტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.
კლასიკური ავტომობილების ტური (Peaks of the Caucasus) 2 ოქტომბერს თბილისიდან დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება, მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში იმოგზაურებენ.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.