დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.
„ჩვენ ნამდვილად არ გავცემდით პასუხს ონიშენკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და პირდაპირ გეტყვით ნაბოდვარს, მაგრამ რადგან ეს თემა აიტაცა რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, იცით იყო პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, გუშინ პრესკონფერენცია თავდაცვის სამინისტროში და საკმაოდ ხალხმრავალი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ავღნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება არის მტკნარი სიცრუე. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისთვის,“ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.