საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და სპორტის ყოფილი მინისტრსა და „ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ლევან ყიფიანთან დაკავშირებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ" ლევან ყიფიანი გაწირა, რაც, როგორც ქვეყნის პირველი პირი ამბობს, ცხადყოფს იმას, თუ რა სტანდარტებით მოქმედებს ხელისუფლება.
„თქვენს თანამებრძოლს, იმ ადამიანს, რომელიც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს, როდესაც მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს - ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ახლა ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, ლევანი მახსოვს - ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა, ლევანი იყო კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმის გააზრება, რომ შეიძლება, ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია - როგორც იმ ადამიანს, რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთადაც ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს, რომ არიან ხელისუფლებაში მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.