რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რევაზ ბენიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანებული სოფლები მოინახულა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შედარებით რთული ვითარებაა სოფლებში: მახაშში, ლუხვანოში, ლასურიაშსა და გვესოში. სტიქიამ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა, დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზების ნაწილი, ელექტროგადამცემი ხაზები, ნათესები და მრავალწლიანი ნარგავები.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ ზიანი მიაყენა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.