შალვა ნათელაშვილი - „პირდაპირ ვუცხადებ სალომე-ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს, რომ ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა ბანკში იქნას გაყინული“
05-10-2018, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პირდაპირ ვუცხადებ სალომე-ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს, რომ ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იქნას გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეში არ უნდა იყოს“, განაცხადა ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა.

 


მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მცდელობით „საუკუნის დანაშაული ხორციელდება ჩვენს თვალწინ“, რადგან ზურაბიშვილი, როგორც ნათელაშვილი ირწმუნება, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას აპირებს.

 

 

„თანდათანობით საზარელი ფაქტები ხდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებს ივანიშვილის ნარკო-საბანკო სინდიკატი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენი ხალხიდან აწაპნილი პენსიების, ხელფასების, გადასახადების, ეკონომიკის, ბიზნესის ფონდიდან.

 


საუკუნის დანაშაული ჩვენს თვალწინ ხორციელდება. ამ ქალბატობს დავალებული აქვს, ღმერთმა ნუ ქნას, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს დაშლა დეიურე უკვე სამ სახელმწიფოდ და მისი დაფინანსება ეს არა მარტო სამშობლოს ღალატი, არა მარტო შავი ფულის გათეთრება, არა მარტო უზნეობაა, არამედ იგივეა, რომ ერთდროულად ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ შაჰ აბასი, მურვან ყრუ, ჯალალედინი, აღა მაჰმად ხანი, თამაზ შაჰი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა. ეს არის იმაზე უარესი, რადგან ისინი შემოვიდნენ და გავიდნენ, მართალია, აგვაოხრეს, მაგრამ ამას საბოლოოდ უნდა გადასეროს, ჩვენი საქართველო, მინიმუ, ამ ეტაპზე სამ ნაწილად.

 


„პირდაპირ ვუცხადებ სალომე-ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს, რომ ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო დაწესებულებაში იქნას გაყინული. ამას ვიწყებთ ეხლა, გავაგრძელებ პრეზიდენტობის შემდეგ. თქვენი ნასახი ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს. იმიტომ რომ, თქვენ გიყვართ თქვენი ჯიბე, თქვენი საბანკო ანგარიშები, თქვენი მოგება ჩვენი ხალხის სისხლის, ოფლის ხარჯზე და მზად ხართ ნებისმიერი მოღალატე დააფინანსოთ.

 


საზარელი სიაა, რომ დავხედოთ. ეს ჭყონია და ჩხარტიშვილი საქართველოს მათუსალები და უბედურება გახდა. ჭყონიამ დააფინანსებინა თავისი მოადგილე, მიტროფანე ლაღიძის შთამომავალ ლაღიძის ხელით, ასეული ათასი დოლარით. აი, ეს ის შემთხვევაა, როცა დიდ კაცს ზოგჯერ სჯობია შთამომავალი არ დარჩეს. აი, ლაღიძე, ამის ჭეშმარიტი მაგალითია.

 


აქვეა ვინმე „ჯითი გრუპის“ პრეზიდენტი გიორგი გველესიანი, რომელმაც 54 მილიონის ტენდერები მოიგო, აქედან ნახევარზე მეტი გამარტივებული სახით და ახლა აძლევს პუტინის წარმომადგენელ ქალბატონს.

 

 

აქვეა, ამბროლაური-რაჭის ყაჩაღი დეპუტატი, ნავთობმაფიოზა, ენუქიძე, რომელიც ჩვენგან ამოღებული მილიონებით სულდგმულობს და ყოველდღიურად აწარმოებს ბენზინის და დიზელის გაძვირებას.

 


აქვეა, ქალაქის მაფიოზა მერი, ცნობილი მაფიის გამოზრდილი და მათი ტრადიციების გამგრძელებელი, ჩვენი ბიუჯეტის ვირთხა, ბიუჯეტიდან 300 მილიონის წამღები ფეხბურთის განვითარებისათვის ვითომ, კახი კალაძე, და რა თქმა უნდა, ამ სიას აგვირგვინებს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ავბედითი ადიკო ივანიშვილი. მერე ამას რაღად უნდა გამოძიება, რომ ეს კრიმინალური სინდიკატია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 5
#5   guram tsereteli
      
[quote=თამაზი]ნათელაშვილის გარეშე საქართველო აღარ იარსებებს
ნათელაშვილი ზვიადივით-გულანთებული ქართველი
7 ოქტომბერი 2018 12:45
#4  თამაზი
      
ნათელაშვილის გარეშე საქართველო აღარ იარსებებს
7 ოქტომბერი 2018 01:14
#3   mishasdedasvtxare
      
[quote=irakli]ირაკლი წადი რა მიშას ყ.. მოწოვე!!!
5 ოქტომბერი 2018 14:36
#2  irakli
      
Tengiz Milorava-შე ყლეო. შალვაა ფსიქიურად შესამოწმებელი თუ შენ? კიდე მაფიოზებს რომ ხმას მისცემ დედა გაქვს მოსატყნავი ქვეყნის პარაზიტობისათვის.მეტი რა უნდა გიქნან მაინდამაინც უნდა წაგკუზონ? გააქციეს ხალხი ქვეყნიდან ამ დედაშეცემულმა ღორებმა.
5 ოქტომბერი 2018 10:46
#1   Tengiz Milorava
      
პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა გაიაროს ფსიხიატრიული შემოწმება. ეს კაცი ნაღდათ ძალიან ავადმყოფია და მიხედეთ სანამ დრო არის. ცოდვაა.
5 ოქტომბერი 2018 08:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი