„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის ოქტომბრის თვეში შეწირული მილიონის გარკვეული ნაწილი ექიმებზე მოდის.
ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა, ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკის ექიმები არიან, მათ შორის - ექიმი ლალი ბრეგაძე - 6 000 ლარი, ქირურგი ირმა კაჭიური - 7 000 ლარი, ქირურგი ლარისა მელია - 7 000 ლარი, მანანა სვანაიძე - 6 000, მარიამ გოცირიძე - 7 000 ლარი, ნატო ყაზახაშვილი - 50 000 ლარი.
ექიმები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან შესწირეს, თუმცა, „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მედიკოსები პირად საუბრებში ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა.
„მე, პირველ რიგში, დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ, ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტო არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე შევწირო ამ კანდიდატს", უთხრა ექიმმა, ნატო ყაზახაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
„არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა, რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება", აღნიშნული განცხადება კი, ექიმმა მანანა სვანიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.