USAID-ის პოზიტიური შეფასებები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ქვეყანას კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობებს უხსნის, მიიჩნევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო გოგუაძე.
„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა წარმატებულად აფასებს ეკონომიკის სფეროში, ასევე მთავრობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. რასაკვირველია ასეთი შეფასებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც არსებული მდგომარეობის და მიმდინარე რეფორმების შესაფასებლად, არამედ სამომავლოდ პრიორიტეტების განსასაზღვრად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
USAID კარგად ხედავს რა ტიპის დახმარება სჭირდება ახლა ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მომავალი წლისთვის მეტ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ექნებათ. განათლების სფეროს რეფორმირება, რომელიც ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ასევე მხარდაჭერილი იქნება ამერიკის მხრიდან“, ამბობს გოგუაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.