საქართველოსა და უკრაინის პრემიერ მინისტრებმა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
05-10-2018, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, - შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი. 

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული გახდეს.

 


ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. 

 


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე - ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებს. 

 


პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, საქართველომ და უკრაინამ მომავალშიც განაგრძონ ურთიერთმხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 

 


ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი