გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, 22 ივლისს სოფელ კრწანისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 26 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია.
ადგილზე იმყოფებოდნენ მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისში - ბესიკ ლიპარტელიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.