უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს.
"უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ჩამოვედი. ჩვენ დღეისთვის მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ყველაფერი მზად გვაქვს. შევცვალეთ შესყიდვების სისტემა. მივდივართ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილური გზით. მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში იყო ჩამჯდარი, შემოსავლებს კარგავს. ეს არის უკრაინის პირველი და უკანასკნელი შანსი, განახორციელოს ჯანდაცვის რეფორმა", - განაცხადა კვიტაშვილმა.
"პეტრო პოროშენკოს ბლოკს" უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენება სურს. ამის შესახებ "უკრინფორმი" პარტიის წევრ დეპუტატ იგორ კონონეკოზე დაყრდნობით წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.