გვარამიას განცხადება ფაქტობრივად, ფაშისტური მანიფესტია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.
„ვინც ამა თუ იმ პარტიას თანხას შესწირავს, მასზე გავლენის მქონე ადამიანად ვერ მოიხსენიებთ. იგივე შემომწირველები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ ადამიანები ყველა შემთხვევას იყენებენ, რათა მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია მოახდინონ. მთავარია, თანხები კანონიერად იყოს გადარიცხული და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გვარამიას, ფაქტიურად, მისი განცხადება ფაშისტური მანიფესტია“, განაცხადა ვოლსკიმ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თავისი პოზიცია გამოხატა თავად სალომე ზურაბიშვილმა.
„ევროკავშირის ელჩს მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩს იმ მუქარის შემცველი განცხადების შესახებაც ესაუბრა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, შეძლებისდაგვარად დააფინანსონ მისი საარჩევნო კამპანია.
„მე ყველას ვთხოვე საჯაროდ, ტელევიზიით და ყველა ფორმით რაც შემეძლო, ყველასგან ვითხოვ დახმარებას, დაფინანსებას ამ კამპანიის, იმის მიუხედავად, რომ სწორედ თქვენი ტელეარხის დირექტორისგან (შენიშვნა: საუბარია „რუსთავი 2“-ის დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე) და სხვებისგან მოდის მუქარა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს და დამეხმარება, დამაფინანსებს და დღესაც მინდა ყველას მივმართო, რომ ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს, სწორედ რომ აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია არაფრის დღევანდელ დღეს, დამაფინანსოს, ყველასი ჩათვლით, თავისუფალი არის ჩემი საარჩევნო ფონდი“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა:
„მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს. სხვათაშორის წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესო არის და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, საჭირო არის მეც გავავრცელო, რომ ყველამ იცოდეს რანაირად, რას ფიქრობს ჩვენი ერთ-ერთი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.