ნიკა გვარამია: ვიბრძოლებ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - მაღაზიაში ვიქნები გამყიდველი - პურს არ მივყიდი, ბანკში ვიქნები კრედიტოფიცერი - კრედიტს არ გავცემ
05-10-2018, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე - ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია, რომელმაც სოციალურ ქსელში ყველა ის პირი გააკრიტიკა, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, მის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

 

 

„სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - ვინც მას მხარს უჭერს, საერთოდ არ აღვიქვამ შეფასებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებად. მე ისინი მიმაჩნია ქვეყნის მოღალატედ და მის მხარდამჭერებად. მე ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ და ჩემი აზრით, პატრიოტმა იმ ადამიანის მისამართით რომელიც მიმაჩნია ჩემი სამშობლოს მოღალატედ და მიმაჩნია ჩემი სამშობლოსთვის ძალიან დიდ საფრთხედ. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და დიახ, ამით დავკავდები ვიქნები „რუსთავი 2“-ში თუ ვიქნები სხვაგან - ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ, მათ შორის, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილის. მაღაზიაში ვიქნები გამყიდველი - პურს არ მივყიდი, ბანკში ვიქნები კრედიტოფიცერი - კრედიტს არ გავცემ. ნებისმიერ ადგილზე ასე მოვიქცევი. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზია და ნიკა გვარამია ორი განსხვავებული რამ არის. რუსთავი 2-ს მისთვის არ უთქვამს უარი. რეკლამა მოიტანა და უარი ვუთხარით, ეთერზე უარს ვეუბნებით, დებატებში არ ვიწვევთ თუ რა?! ტელევიზია  კანონით დადგენილ ყველა ვალდებულებას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვსიამოვნებს ტირაჟირება ქვეყნის მოღალატის, მიუხედავად ამისა ვიცავთ  ყველა წესს, რომელიც წინასაარჩევნოდ დაადგინა კანონმა. ეს არის ტელევიზიის ნაწილი, რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც პერსონაჟს და იგი რუსთავი ორის დირექტორის გარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეც არის, მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არ ვაპირებ ამ დამოკიდებულების დამალვას.

 

 

ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მოღალატეს ეხმარება გახდეს, ქვეყნის პრეზიდენტი, რაც არ გამოვა საბოლოო ჯამში, მაგრამ ეხმარებიან - საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ, მათ უნდა იცოდნენ რომ ქვეყნის ღალატი საზოგადოებრივად დასჯადია. ჩემი აზრი არ არის ვის რა გონია. ჩემი საქმე არის გამოვხატო ის აზრი რაც მიმაჩნია სწორად. მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ მოსაზრებებს ძალიან მნიშვნელოვან საქვეყნო საკითხებზე და ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული შინაგანი რწმენის საკითხი. სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე. ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს, ეს არის მხოლოდ ჩემი საქმე. ვიღაცას თუ სხვანაირად ჰგონია, დარჩეს საკუთარ აზრზე", განაცხადა გვარამიამ, რომელიც ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკის ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვასაც გამოეხმაურა.

 

 

„ნამდვილად ვიცი, რომ ეს ადამიანები არც თავისი ნებით არ წირავენ  და არც საკუთარ ფულს არ წირავენ, მაგრამ სამარცხვინოა, როდესაც იმდენი გამბედაობა არ ყოფნით, რომ უარი თქვან ქვეყნის მოღალატესთან თანამონაწილეები იყვნენ თუნდაც ამ გზით. ეს არის სამარცხვინო და ესეთი ადამიანები არც პაციენტებს არ უნდა ემსახურებოდნენ და მათი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მათი სახელი უნდა იცოდეს ყველამ", განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 1
#1   makharbel
      
ეს კაცი ფაშისტი კი არა მონაა! მიშისტია, რაც ნიშნავს ნაგავია...
5 ოქტომბერი 2018 13:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი