ვანში, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიებას პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
დილიდან ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის ფოიეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა მოსწავლეთა შემოქმედება, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.
მოგვიანებით კი, კულტურის ცენტრის სცენაზე მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით გრანდიოზული საზეიმო კონცერტი გაიმართა.
სცენიდან მიულოცა მასწავლებლებს პროფესიული დღე ვანის მუნიციპალიტეტის მერმა და რაიონის მასშტაბით, სკოლაში მოღვაწეობის 50-წლიანი სტაჟის მქონე ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მადლობის სიგელები გადასცა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი თითოეული ჩვენთაგანის წინაშე, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ,რათა უფრო მეტი შემართებით იდგეთ მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე,მადლობას გიხდით ყველა იმ წუთისთვის რომელსაც დაუღალავად სწირავთ მოსწავლეთა ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების საქმეს", განაცხადა მერმა.
ღონისძიების დასასრულს, ვანის კულტურის ცეტრში მასწავლებლის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად „მასწავლებლის ვარსკვლავი" გაიხსნა.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება, რაც სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.